საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებსა და ქართულ გუნდ “შავ ლომს'” ახალი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი ეყოლება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა. ინგლისელი სპეციალისტი ბორჯღალოსნებს 4 წლის განმავლობაში გაწვრთნის. კოკერილმა სამწვრთნელო კარიერა 2005 წელს დაიწყო. ის წლების განმავლობაში იყო ფრანგული “ტულონის”, “მონპელიესა” და შოტლანდიური “ედინბურგის” მთავარი მწვრთნელი. კოკერილი ასევე იყო ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი, მას უმუშავია ისეთ მწვრთნელებთან როგორებიც არიან ედი ჯონსი და სტივ ბორსვიკი.
საქართველოს რაგბის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს
ბორჯღალოსნებს ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ კოკერილი გაწვრთნის
