მთავარიევროპარუსეთირუსული სამხედრო ინდუსტრიის მიზანი 300 კილომეტრის სიშორეზე მოქმედი რაკეტების შექმნაა

რუსული სამხედრო ინდუსტრიის მიზანი 300 კილომეტრის სიშორეზე მოქმედი რაკეტების შექმნაა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ მოსკოვის სიახლოვეს მდებარე სამხედრო საწარმოს ეწვია. რუსი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ამჟამად სარაკეტო წარმოების უპირველესი მიზანი 300 კილომეტრის სიშორეზე მოქმედი რაკეტების შექმნაა.

რუსული სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებმა თავდაცვის მინისტრს განუცხადეს, რომ ზემოხსენებულ სიშორეზე მოქმედი ახალი სახის რაკეტა უკვე გამოიცადა და მისი წარმოება მალე გახდება შესაძლებელი. ამავე დროს სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენელთა განცხადებით, 2023 წელს კრემლის მიერ მოთხოვნილი სამხედრო პროდუქტის 100% აწარმოეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენელთა განცხადებით, მაღალი სიზუსტის შეიარაღების წარმოება 8-ჯერ გაიზარდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend