მთავარიმსოფლიოქაოსი ახლო აღმოსავლეთში - რეგიონის 7 სახელმწიფოში სამხედრო კონფლიქტია

ქაოსი ახლო აღმოსავლეთში – რეგიონის 7 სახელმწიფოში სამხედრო კონფლიქტია

სხვადასხვა სიმძიმითა და სიხშირით შეტაკებებია ისრაელის, ლიბანის, ერაყის, სირიის, იემენის, ირანისა და პაკისტანის მიწებზე, ასევე წითელ ზღვაში.

7 ოქტომბერს “ჰამასის” მიერ ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე მიტანილი ტერორისტული იერიშის შედეგად დაწყებული ომი რეგიონში ერთადერთი არ არის.

პალესტინელები ზეიმობენ ისრაელის არმიის კუთვნილი ტანკის დაზიანებას. 7 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo

მსოფლიოს არცერთ რეგიონში არ არის იმდენი კონფლიქტი რამდენიც ახლო აღმოსავლეთში.

სირიაში 2011 წლიდან სამოქალაქო ომიდან წარმოქმნილი მცირე მასშტაბის მსოფლიო ომი მიმდინარეობს.

ისრაელსა და “ჰამას”-“ჰეზბოლას” ალიანსს შორის ცივი ომი 7 ოქტომბერს 1973 წლის შემდეგ ყველაზე დიდ სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზარდა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ფოტო იმის დასამტკიცებლად, რომ წითელ ზღვაში რაკეტებია გაშვებული. Copyright UK Ministry of Defence via AP

დემოკრატიული დასავლეთი იემენში ჰუსიტთა პოზიციებს ბომბავს. ამ უკანასკნელის მიერ წითელ ზღვაში საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო ხაზებზე თავდასხმის მიზეზით იემენელ ჰუსიტთა მხარდამჭერმა ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ კი ერაყის, პაკისტანისა და სირიის ტერიტორია დაბომბა. თეირანში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე ტერორისტული დაჯგუფებები და არა ეს სახელმწიფოებია.

“ჩვენი მეზობელი და მოძმე ერის, პაკისტანის არცერთი მოქალაქე არ დაზიანებულა ჩვენი სამხედრო ძალების მიერ მიტანილი იერიშის შედეგად. ჩვენი სამიზნე ირანული წარმოშობის ტერორისტული ორგანიზაცია ჯაიშ ალ ადლია, ამ დაჯგუფების რიგი წევრები პაკისტანის ბალუჩისტანის რეგიონს აფარებენ თავს და ჩვენს ტერიტორიაზე აწარმოებენ უკანონო საქმიანობას. ეს საკითხი პაკისტანის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან უკვე განვიხილეთ”, – ამბობს ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი.

პაკისტანმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე საპასუხო სარაკეტო სამხედრო დარტყმა მიიტანა.

“დღეს ჩვენმა სამხედრო ძალებმა მაღალი სიზუსტით ირანის ისლამური რესპუბლიკის ბალუჩესტანის რეგიონში ტერორისტული ორგანიზაციის ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში. შედეგად რამდენიმე ტერორისტია ლიკვიდირებული”, – განაცხადა მუმთაზ ზაჰრა ბალოხიმ, პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.

საერთაშორისო საზოგადოება პაკისტანსა და ირანს შორის ვითარების ესკალაციით შეშფოთებულია.

როგორც მაი ნინგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ამბობს: “ირანი და პაკისტანი ახლო მეზობლები არიან, ორივე სახელმწიფო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა. ვიმედოვნებთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება მალე განიმუხტება და სადავო საკითხები მშვიდობიანი გზით გადაწყდება. მზად ვარ ვითარების დეესკალაციისთვის”. 

‌ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების თვალსაზრისით ზოგადი ვითარების გაუარესება გრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend