ისრაელმა ღაზის სექტორში იერიში მიიტანა სარაკეტო გამშვებ სისტემებზე. მათი განცხადებით, ეს იყო საპასუხო ნაბიჯი მებრძოლების მიერ სამხრეთ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე.
მანამდე კატარისა და საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ისრაელელი მძევლებისა და ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ღაზის სექტორში მედიკამენტები შეიტანეს. ეს შეთანხმება დეკემბრის შემდეგ პირველი მნიშვნელოვანი პროგრესია ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში.
208 humanitarian aid trucks were inspected and transferred to Gaza today (Jan. 17), including food, baby formula, water, medical supplies, hygiene, and shelter equipment.
There is no limit to the amount of humanitarian aid that can enter the Gaza Strip. pic.twitter.com/tLM9k8Hza6
— COGAT (@cogatonline) January 17, 2024
ოთხშაბათს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ერთ-ერთ ავიაბაზას ეწვია და კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი დაპირება, რომ ისრაელი გააგრძელებს ღაზაში ომს იქამდე, სანამ „ჰამასი“ არ განადგურდება.
კონფლიქტის დაწყებიდან 100-ზე მეტი დღე გავიდა. პალესტინური წყაროების ინფორმაციით, ღაზის სექტორში დაიღუპა 24 400 ადამიანი, რომელთა უმეტესობა ქალი და ბავშვია.
ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე შიშობენ, რომ შესაძლოა, ფრონტის მეორე ხაზიც გაიხსნას. მიზეზი კი ისაა, რომ ისრაელის მხარემ იერიში მიიტანა რამდენიმე ადამიანზე, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ისრაელი ამტკიცებს, ტერორისტული ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი იყო.
პალესტინის მიერ კონტროლირებად რეგიონში „ჰამასს“ სულ უფრო მეტი ადამიანი უჭერს მხარს. ისინი ისრაელს მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ოთხი ძმის დახოცვაში ადანაშაულებენ.