ისრაელის პრემიერ-მინისტრი ეწვია ერთერთ სამხედრო საჰაერო ბაზას, სადაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ისრაელი “ჰამასის” სრულ განადგურებამდე ომს არ შეწყვეტს. სამხედრო საჰაერო ბაზაზე ყოფნისას ისრაელის პრემიერს სამხედრო საჰაერო ძალების მეთაურმა იოთამ ზიგლერმა სახელმწიფოს მიერ წარმოებული საჰაერო ომის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
7 ოქტომბერს “ჰამასის” ტერორისტული იერიშის შედეგად დაწყებული ომის საწყის ეტაპებზე ისრაელი მხოლოდ სამხედრო საჰაერო ძალებით უტევდა დაჯგუფებას, სამხედრო სახმელეთო ოპერაცია “ჰამასის” თავდასხმიდან დაახლოებით ორ კვირაში წამოიწყო ისრაელმა.
DISMANTLED: A Hamas terrorist tunnel underneath the Salah al-Din Road, connecting
northern and southern Gaza.The route, which stretches for hundreds of meters and is approximately 9 meters deep, was used by Hamas for the transfer of terrorists from northern to southern Gaza. pic.twitter.com/sjACB56SuQ
— Israel Defense Forces (@IDF) January 16, 2024
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “ომი გრძელდება და გასტანს მანამ, სანამ ჩვენს მიერ დასახულ ყველა მიზანს არ მივაღწევთ. სანამ არ დავიბრუნებთ ყველა გატაცებულ მოქალაქეს, სანამ არ გავანადგურებთ “ჰამასს”. ომი გაგრძელდება, სანამ ღაზის სექტორი ისრაელს საფრთხეს შეუქმნის. ომი ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე გასტანს”.