გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოების ინფორმაციით, ღაზის გარკვეულ ნაწილებში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი შიმშილობს.
ზამთრის დადგომასთან ერთად ვითარება კიდევ უფრო უარესდება. ისრაელის მიერ მუდმივმა დაბომბვამ ათასობით ადამიანი დევნილად აქცია. ზოგი იძულებულია, გზის პირას იცხოვროს. გაეროს სააგენტოები ერთობლივ მოთხოვნას ავრცელებენ ღაზაში გადასასვლელი პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით.
Everyone is #Gaza is hungry.
WFP food parcels are designed to provide families with ready-to-eat, nutritionally-dense foods, no cooking required.
In some areas, WFP is also working with partners on the ground to provide daily cooked meals at over 90 community kitchens.
— World Food Programme (@WFP) January 16, 2024
პალესტინაში მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორი სამელ აბდელჯაბერი ამბობს, რომ გარკვეულ ადგილებში ადამიანებს ძირითად საკვებსაც კი ვერ აწვდიან. მოთხოვნები სწრაფად იზრდება და რეაგირებას ვერც ასწრებენ. მისი თქმით, უფრო მეტი მარაგის შემოტანის შესაძლებლობა უნდა იყოს. ასევე უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო წვდომა, რომ დაეხმარონ ღაზის მთელ მოსახლეობას და არა მარტო მათ, ვინც საზღვრებთან არის.
ამჟამად ღაზის რეგიონში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, დაახლოებით 300 000 ადამიანია. მათთან წვდომა საომარი მოქმედებების გამო კიდევ უფრო გართულებულია.
გაეროში აცხადებენ, რომ არსებობს მეორე დაბრკოლებაც. მიმდინარე თვეს ჩრდილოეთში დახმარების მხოლოდ მეოთხედმა ჩააღწია დანიშნულების ადგილას, რადგან ისრაელი არ უშვებს ტვირთს რეგიონში.
🚨 The risk of famine in #Gaza is growing.
The only way to prevent this is through increased, unimpeded access for aid workers & supplies.@WFP, @WHO, and @UNICEF emphasize the urgent need for safer aid access and reiterate the call for a ceasefire.
🗞️ https://t.co/BnD7UnmZKA pic.twitter.com/QinHQT8GdF
— WFP in the Middle East & North Africa (@WFP_MENA) January 15, 2024
გუშინ კატარისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი შუამავლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შედგა შეთანხმება მძევლებისთვის საჭირო მედიკამენტების გადაცემის თაობაზე. სანაცვლოდ კი მოითხოვეს, რომ ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება მიეწოდოს ღაზის დაუცველ მშვიდობიან მოსახლეობას.