ლას-ვეგასში ყოველწლიური სამომხმარებლო ელექტრონიკის გამოფენა CES 2024 დასრულდა.
დიდმა და მცირე კომპანიებმა წარადგინეს ახალი ტექნოლოგიები, რომელთა უმეტესი ნაწილი ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნებოდა.
გამოფენა არამხოლოდ ბიზნესმენებს შორის შეთანხმებების დადებისთვის არის სასარგებლო პლატფორმა, არამედ იმისათვისაც, რომ საზოგადოებამ დაინახოს ტექნოლოგიური ტენდენციები და ის აღმოჩენები, რომლებიც შესაძლოა ადრე თუ გვიან ადამიანის ყოველდღიურობის ნაწილი გახდეს.
წელს გამოფენაზე თავიანთი ხედვები არატექნოლოგიურმა კომპანიებმაც წარადგინეს, მათ შორის არის Walmart და L’Oreal, რომლებმაც წარადგინეს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ჩატები, რომლებიც უმარტივებენ კლიენტს ყიდვის პროცესს.
L'Oreal unveiled an AI chatbot at #CES2024 that gives beauty advice based on an uploaded photograph pic.twitter.com/ZP6WYp8aus
— Reuters (@Reuters) January 10, 2024
ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნებოდა წლევანდელი ტექნოლოგიები, რომლებიც შეეხებოდა „ჭკვიანი სახლის“ სფეროს. მათ შორისაა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბალიში, რომლის მიზანია, შეამციროს ადამიანი ხვრინვა.
ბალიშში არსებობს სისტემა, რომელიც სენსორულად ხვდება ბგერებს და შემდეგ იწყებს მოძრაობას, რა დროსაც თავი იცვლის პოზიციას რათა ადამიანმა უკეთესად ისუნთქოს.
CES 2024 unveiled the Motion Pillow, a smart solution for snoring. It uses a 'Solution Box' to detect snoring and adjusts the user's head position with built-in airbags, improving airflow and minimizing snoring without interrupting sleep.#ces #ces2024 pic.twitter.com/1rmYx4W3Wp
— Interesting Engineering (@IntEngineering) January 8, 2024
ჰოლოგრამების მწარმოებელმა კომპანიამ ტრადიციული კომუნიკაციების ალტერნატივა “ჰოლობლოქსი” წარადგინა.
ჰოლობლოქსი ეს არის დიდი ყუთი, რომელიც სატელეფონო ჯიხურს ჰგავს, რომელშიც შეიძლება ადამიანის ჰოლოგრამის გამოყვანა. ის წერს თქვენთვის გზავნილს, რისი თქმა სურს მეგობარს და მისი გამოსახულება ჰოლოგრამაზე ჩნდება.
Holographic video technology could be the future of video calls. Created by a company from the Netherlands, the Holobox uses a 4K camera to send a 3D hologram over the internet pic.twitter.com/n64Ow4pmIo
— Reuters (@Reuters) January 12, 2024
ხელოვნურ ინტელექტს ეფუძნებოდა ავტომწარმოებელი კომპანია “ფოლქსვაგენის” გამოფენაც.
“ფოლქსვაგენმა” გადაწყვიტა და რომ საკუთარ მანქანებში ჩატბოტის, ChatGPT-ის ინტეგრირება მოახდინოს, სადაც მძღოლს ეყოლება ხმოვანი ასისტენტი, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.