მთავარიმსოფლიოNATOნატოს საჰაერო მზვერავები

ნატოს საჰაერო მზვერავები

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მზვერავები რუმინეთის საჰაერო სივრციდან ევროპის აღმოსავლეთს აკონტროლებენ. ფრანგული „ავაქსიდან“ კარგად ჩანს რუსული დრონები, რაკეტები და სამხედრო ხომალდები უკრაინის სამხრეთ ნაწილში.

ფრანგული სადაზვერვო თვითმფრინავის ეკიპაჟი 10-საათიან სადაზვერვო მისიას რუმინეთის საჰაერო სივრცის აღმოსავლეთ ნაწილზე ასრულებს. ამ ადგილისგან მოშორებით უკრაინა გადარჩენისთვის იბრძვის. ღრუბლებიდან არ ჩანან რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულები, არც ბრძოლის ველი და დანგრეული უკრაინული ქალაქები ჩანს, მაგრამ თვითმფრინავის ბორტზე მყოფ ფრანგ სამხედროებს მძლავრი რადარის გამო უფრო მკაფიო ხედვა აქვთ. „ჩვენ შეგვიძლია აღმოვაჩინოთ თვითმფრინავები, უპილოტო საფრენი აპარატები, ასევე რაკეტები და გემები. ამის დანახვა შესაძლებელია უკრაინაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზღვარზე ვართ. თუმცა, რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში შეგვიძლია ამ საშუალებების აღმოჩენა“, – აცხადებს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი რიჩარდი.

სადაზვერვო თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები მონაცემებს აანალიზებენ. 9 იანვარი, 2024 წელი Copyright AP Photo/John Leicester

თვითმფრინავის ეკიპაჟი 26 წევრისგან შედგება. დაკვირვების არეალი მოიცავს უკრაინის სამხრეთ ნაწილსა და შავ ზღვას, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმსა და მის მიღმა სივრცეს. ნატოს ეს მისია 31 წევრი სახელმწიფოს აღმოსავლეთ საზღვართან ადგენს საზღვარს. დაუშვებელია ამ საჰაერო სივრცის გადაკვეთა. სადაზვერვო თვითმფრინავს რუსული ანალოგიური მზვერავი თვითმფრინავის აღმოჩენაც შეუძლია. რუსებიც ამჩნევენ ნატოს სადაზვერვო თვითმფრინავს.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აკვირდება თავის აღმოსავლეთ საზღვარს და მზადაა პასუხის გასაცემად იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტი უკრაინას გასცდება. რადარის მეშვეობით ეს თვითმფრინავი 4 ათას კილომეტრ რადიუსს აკვირდება. ალიანსში აცხადებენ, რომ მათ 14 მსგავს სადაზვერვო საშუალებას სხვადასხვა სიმაღლესა და რადიუსზე შეუძლია საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა. ერთი “ავაქსით” პოლონეთის სიდიდის ტერიტორია კონტროლდება, სამით კი მთელი ცენტრალური ევროპის დაფარვაა შესაძლებელი.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სადაზვერვო თვითმფრინავი რეალურ სადაზვერვო მონაცემებს სახმელეთო მეთაურებს აწვდის. ამ თვითმფრინავის რუსული ანალოგი კი გუშინ უკრაინის დამცველებმა შავი ზღვის ფსკერზე ჩაუშვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend