მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა იემენის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს, მეამბოხე ჰუთების გასამხედროებული დაჯგუფების „ანსარ ალაჰი“ წინააღმდეგ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჰეშთეგი World War III – მესამე მსოფლიო ომი. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ თუ ასე გაგრძელდება, მალე სამყაროში მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.
ჰეშთეგ World War 3-ს არაერთი დეზინფორმაციაც მოჰყვა სოციალურ ქსელში. მაგალითად, ვრცელდებოდა აფეთქების ფოტო, რომელზეც ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი იემენში მოხდა. რეალურად კი ეს ფოტო “როიტერს” ეკუთვნის და 2022 წლის 25 მარტს არის გადაღებული და ასახავს ჰუსიტების თავდასხმას საუდის არაბეთის ნავთობის საბადოებზე.