მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთის მთავრობა პარლამენტში ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინების შესახებ კანონპროექტს წარადგენს

საბერძნეთის მთავრობა პარლამენტში ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო ქორწინების შესახებ კანონპროექტს წარადგენს

„ჩვენ ვსაუბრობთ არა რელიგიურ, არამედ სამოქალაქო ქორწინებაზე“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა მას შემდეგ, რაც საბერძნეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კანონპროექტი გააკრიტიკა.

საბერძნეთის პრემიერ კირიაკოს მიცოტაკისის თქმით, მისი მთავრობა პარლამენტში “თანასწორი ქორწინების” კანონპროექტს წარადგენს, რაც ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების ლეგალიზებას გულისხმობს.

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია კანონპროექტს ეწინააღმდეგება და ამტკიცებს, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება და გეი წყვილებისთვის შვილად აყვანის უფლების დაკანონება მნიშვნელოვან პრობლემებს გამოიწვევს.

სამოქალაქო აქტივისტებსა და უფლებადამცველებს სჯერათ, რომ ახალი კანონი უპირველეს ყოვლისა ბავშვების უფლებების დაცვას ემსახურება. სამოქალაქო ქორწინების უფლება მრავალი წელია საბერძნეთში ლგბტ+ თემის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

ვასილის სოტიროპულოსი, ადვოკატი: „ამ კანონს ლგბტ+ წყვილებთან ერთად ბევრი ბავშვი ელოდება. მშობლების ოფიციალური ქორწინება ბავშვებისთვის იურიდიული დაცვის გარანტიაც იქნება, რადგან ორივე მეუღლეს აღიარებენ ბავშვის მეურვედ. ეს ადამიანის უფლებების უპირველეს ყოვლისა კი ბავშვი უფლებებს ეხება“.

სტელა მპელია საბავშვო ბაღის მასწავლებელი და ორი ტინეიჯერი ბიჭის დედაა. სტელა არასამთავრობო ორგანიზაციას Rainbow Families Greece ხელმძღვანელობს. ორგანიზაცია ლგბტქ+ მშობლებისა და თემის ყველა წევრის მშობლობის უფლებას იცავს.

სტელა მპელია, Rainbow Families Greece-ის ხელმძღვანელი: „წარმოიდგინეთ, რომ საკუთარი შვილის სკოლიდან გამოყვანას ვერ ახერხებთ, რადგან მხოლოდ თქვენი მეუღლე ითვლება მშობლად. არ შეგიძლიათ მისი საავადმყოფოში მიყვანა და მასთან ერთად მგზავრობა. ამიერიდან ჩვენს შვილებთან ურთიერთობას კანონით აღიარებენ. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი შვილები დღემდე დისკრიმინაციის მსხვერპლნი მხოლოდ იმიტომ არიან, რომ მათი მშობლები ქვიარ თემს მიეკუთვნებიან“.

სამთავრობო წყაროების ინფორმაციით, პარლამენტში კანონპროექტს კენჭს თებერვლის ბოლოს უყრიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend