მარტინ ლუთერ კინგმა თავისი სიცოცხლე რასობრივი უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა.
15 იანვარს აშშ-ში მარტინ ლუთერ კინგის დღეს აღნიშნავენ.
მარტინ ლუთერ კინგი 1929 წელს ჯორჯიის შტატში დაიბადა. მსოფლიოს ყურადღება კი პირველად 1955 წელს მიიპყრო, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში სეგრეგაციის წინააღმდეგ მასობრივი ბოიკოტის სათავეს ჩაუდგა.
მოგვიანებით კინგი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დიდი ისტორიული მნიშვნელობის ფიგურა გახდა. იგი შავკანიანი ამერიკელებისთვის თანასწორობის მოთხოვნით უამრავი არაძალადობრივი პროტესტის სათავეში იდგა.
1964 წელს მას გადასცეს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ამავე წელს მოეწერა ხელი კანონს საზოგადოებრივ ადგილებში სეგრეგაციის დასრულებისა და რასის, ფერის, რელიგიის თუ სქესის მიხედვით დისკრიმინაციის შესახებ. 1968 წელს მარტინ ლუთერ კინგი მემფისში დასუფთავების სამსახურის გაფიცული მუშებისთვის მხარდაჭერის გამოსახატად ჩავიდა. სწორედ ამ ვიზიტის დროს მას სასტუმროს აივანზე ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს… ეს თარიღი ამერიკაში იანვრის ყოველ მესამე ორშაბათს აღინიშნება. ამჯერად კი ეს დღე მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღეს დაემთხვა.