მმართველი პარტიის დელეგაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრები გაიმართება ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან.
ქართული მხარე ასევე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ვიზიტი ჩინეთში 14 იანვრიდან 20 იანვრამდე გაგრძელდება.