ღაზაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებების დაწყებიდან 100 დღე გავიდა
„ჰამასის“ მებრძოლებმა გაავრცელეს ვიდეოკადრები, რომლებშიც სამი ისრაელელი ტყვე ჩანს. ვიდეო კი სრულდება გაფრთხილებით, რომ ამ ადამიანების ბედის შესახებ მომავალ დღეს გაიგებენ.
მძევლების შესახებ „ჰამასის“ საჯარო შეტყობინებებზე ისრაელის ოფიციალური პირები არ რეაგირებენ და ამას ფსიქოლოგიურ ომად აფასებენ. ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ვერავინ შეაჩერებს ისრაელის ომს „ჰამასის“ წინააღმდეგ. მისი თქმით, ისრაელი ძალას არ იშურებს, რომ ყველა, გამონაკლისის გარეშე, სახლებში დააბრუნოს.
ამავდროულად, სატელევიზიო გამოსვლაში ლიბანის „ჰეზბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელის მიერ წამოწყებული ომი წარუმატებელია. მისი მტკიცებით, ისრაელი იძულებული იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები.
▪️ისრაელის იერიშების შედეგად ქალაქ დეირ ალ-ბალაჰში 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ▪️სამხრეთ აფრიკამ კი ისრაელის წინააღმდეგ გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქმე შეიტანა, რომლის თანახმადაც, ისრაელს ბრალი გენოციდში ედება.https://t.co/ne1Jeelt59
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) January 11, 2024
ისრაელი და „ჰამასის“ მოკავშირე „ჰეზბოლა“ თითქმის ყოველდღიურად ესვრიან ერთმანეთს. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც საჰაერო დარტყმის შედეგად ლიბანელთა ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა.