უკვე 100 დღეა, რაც ახლო აღმოსავლეთში 1973 წლის ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს.
2023 წლის 7 ოქტომბერს “ჰამასმა” მოულოდნელი ტერორისტული იერიში მიიტანა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ისრაელის თავდაცვის ძალებმა საპასუხო სამხედრო საჰაერო ოპერაცია 9 ოქტომბერს წამოიწყო, 27 ოქტომბერს კი “ჰამასს” ხმელეთზეც შეუტია.
2 ნოემბერს ქალაქი ღაზა უკვე ალყაში იყო მოქცეული და ღაზის სექტორის უდიდეს ნაწილში ბრძოლა დღემდე გრძელდება. შეტაკებებია ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქ ხან იუნისშიც.
იბრძვიან დასავლეთ სანაპიროსა და ლიბანი-ისრაელის სახელმწიფო საზღვართანაც.
IDF troops continue operating in Gaza:
📍Northern Gaza
IDF troops directed an IAF aircraft which neutralized 5 terrorists, who attempted to locate weapons.📍 Khan Yunis
An IAF aircraft struck a vehicle, neutralizing terrorists who were loading weapons.IDF troops operated…
— Israel Defense Forces (@IDF) January 15, 2024
ამჟამად ისრაელი ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილს აკონტროლებს და სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ ვერავინ შეაჩერებს, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მიაღწევენ.
ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “საბოლოო გამარჯვებამდე ომი არ შეწყდება, სხვა არჩევანი არ გვაქვს. ზოგიერთი აცხადებს, რომ ეს ომი საჭირო არ არის და მისი წარმოება შეუძლებელია, მე კი გეუბნებით, რომ ეს საჭირო და შესაძლებელია და ჩვენ ამას მოვახერხებთ, სამხრეთსა და ჩრდილოეთში მშვიდობასა და სტაბილურობას აღვადგენთ, ვერც ჰააგა და ვერც ბოროტება ვერ შეგვაჩერებს”.
თელ-ავივში კი “ჰამასის” მიერ გატაცებული მოქალაქეების დაბრუნების მოთხოვნით სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტროს შენობასთან აქცია გაიმართა, ამ ეტაპზე ისრაელის 132 მოქალაქე ჯერ კიდევ “ჰამასის” ტყვეობაშია.
პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ვაშინგტონში თეთრი სახლის წინ. იმავე მოტივით ათასობით ადამიანი გამოვიდა პაკისტანის უდიდესი ქალაქის, ქარაჩის ქუჩებშიც. პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ლისაბონშიც.
ომს ახლო აღმოსავლეთში საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილშიც განიხილავენ, ისრაელს გენოციდის მოწყობაში სდებენ ბრალს.
ისრაელ-“ჰამასს” შორის ისევ გრძელდება ომი, რომელსაც უკვე 30 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა.