ისრაელის ელჩი საქართველოში ევრონიუსთან ისრაელ-“ჰამასის” ომის 100 დღეს აფასებს. ჰადას მეიცადი ამბობს, რომ ახლა ქვეყნისთვის ძალიან რთული პერიოდია.
„ეს გაუსაძლისი დღეებია. უკვე 100 დღეზე მეტია ჩვენი საყვარელი ადამიანები ტყვედ ჰყავს “ჰამასს”. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ. ეს ძალიან რთული ომია. ჩვენი თავდაცვის ძალები იბრძვიან და თითქმის ყოველდღე ისრაელელ ჯარისკაცებს კლავენ ღაზაში. ეს არის ომი, სადაც უნდა ვიბრძოლოთ. ეს ომი “ჰამასმა” დაიწყო. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, უნდა დავამარცხოთ “ჰამასი”“, – ამბობს ჰადას მეიცადი.
ჰადას მეიცადი ასევე საუბრობს საქართველოს მხარდაჭერის შესახებ და ამბობს, რომ მადლიერია ქართველი ხალხის.
„მე როგორც ისრაელის ელჩი საქართველოში ძალიან მადლიერი ვარ, რომ საქართველო დგას ისრაელის გვერდით. ქართველ ხალხს ესმის, რატომ არის ეს ბრძოლა გადამწყვეტი, რა განსხვავებაა აგრესიას, ტერორიზმსა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას შორის. არა მარტო ჩემთვის, არამედ ისრაელელი ხალხისთვის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ჰადას მეიცადმა.
უკვე ასი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც “ჰამასის” ტერორისტები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დახოცეს და გაიტაცეს უდანაშაულო ადამიანები.
ომს ისრაელსა და “ჰამასს” შორის ამ დროისთვის 30 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.