გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა იმ ფერმერებს მიმართა, რომლებიც საწვავის სუბსიდირების შემცირების გეგმას აპროტესტებენ.
კანცლერმა ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ყველა მხარე მზად უნდა იყოს კომპრომისებისთვის. მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობაში გამოყენებულ დიზელზე საგადასახადო შეღავათების გაუქმების გეგმის შესახებ გახდა ცნობილი, ფერმერებმა გზები ერთი კვირის განმავლობაში ტრაქტორებით გადაკეტეს და ქვეყანაში მოძრაობა შეაფერხეს.
დემონსტრაციების შედეგად, გერმანიის მთავრობამ თავდაპირველი გეგმა გააუქმა. ახალი გეგმის მიხედვით, სოფლის მეურნეობისთვის საჭირო მანქანებზე საგადასახადო შეღავათები შენარჩუნდება. ამის მიუხედავად ფერმერები დემონსტრაციებს მაინც აგრძელებენ.
“ჩვენ ფერმერების არგუმენტები გავითვალისწინეთ და პირველადი გეგმა კიდევ ერთხელ გადაიხედა. შედეგად კომპრომისზე წამოვედით. მნიშვნელოვანია თუ, რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას კარგი მომავალი ჰქონდეს. ჩვენ პრობლემაზე ერთმანეთთან ვსაუბრობთ და გამოსავალიც ერთად უნდა ვიპოვოთ. კომპრომისი დემოკრატიის ნაწილია. დემოკრატია კომპრომისების მეშვეობით ვითარდება. თუ დათმობაზე წასვლა არ შეგიძლია, მაშინ შენ არ ხარ მზად დემოკრატიისთვის,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.