ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია HUMAN RIGHTS WATCH ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს.
ანგარიშში, რომელიც 2023 წლის მოვლენებს ასახავს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო კონფლიქტებისა და თანმდევი ეკონომიკური პრობლემების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ მიღებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზარალს.
მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის თვალსაზრისით უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციის წლევანდელ ანგარიშში საუბარია კონფლიქტებზე უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ეთიოპიასა და მიანმარში. ასევე გარემოს დაცვის თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებსა და მომხდარ ბუნებრივ კატასტროფებზე თურქეთსა და სირიაში, ლიბიასა და ბანგლადეშში.
HUMAN RIGHTS WATCH-ის წარმომადგენლების მიერ ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების მიზნით გამოცემულ დაკავების ორდერსა და კრემლის მიერ უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულზეც.
ამ ანგარიშში ვკითხულობთ ასევე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ბევრი სახელმწიფო მაგალითად, საუდის არაბეთი და ეგვიპტე ადამიანის უფლებებს მასობრივად არღვევენ. გაკრიტიკებულია ევროკავშირიც მიგრანტთა შესახებ მიღებული რიგი უარყოფითი გადაწყვეტილებების შესახებ, ამ თვალსაზრისით პირველ რიგში იგულისხმება ბრიუსელის მიერ თურქეთის რესპუბლიკასა და ლიბიასთან გაფორმებული შეთანხმებები მიგრანტთა ნაკადის შეკავებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამხრეთ აღმოსავლეთ აზიას, HUMAN RIGHTS WATCH-ის წარმომადგენლების მიერ შემუშავებულ ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ რეგიონის დემოკრატიული სახელმწიფოები სამხედრო მიზნების მიღწევის მიზნით ასევე უგულებელყოფენ რიგ შემთხვევებში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხს.
HUMAN RIGHTS WATCH ანგარიშში საქართველოს შესახებაც საუბრობს.