გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინაში ჩავიდა. ბრიტანელი ლიდერის უკრაინაში ვიზიტისას ცნობილი გახდა გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის სამხედრო ეკონომიკური დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ. 2024 წელს ლონდონი კიევს 2,5 მილიარდი ბრიტანული ფუნტი სტერლინგის მოცულობის დახმარებას გაუწევს. ამ თანხით უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ სარაკეტო შეიარაღებას, სამხედრო დრონებს, საჰაერო თავდაცვით სისტემებს, ტყვია-წამალსა და სამხედრო ფლოტისთვის საჭირო მასალას.
I am in Ukraine to deliver a simple message.
Our support cannot and will not falter.
To all Ukrainians, Britain is with you – for as long as it takes 🇬🇧🇺🇦 pic.twitter.com/1ya8m2seiJ
— Rishi Sunak (@RishiSunak) January 12, 2024
რიში სუნაკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი: “ჩვენ უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი სახელმწიფო ვართ, უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ სამხედრო დახმარების გაწევას. მე მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ უკრაინას კიდევ 2,5 მილიარდი ფუნტის მოცულობის სამხედრო დახმარებას გავუწევთ. ეს გადაწყვეტილება კარგად ასახავს იმ გამოწვევებით აღსავსე ვითარებას, რომელიც ამჟამად არის უკრაინაში. მე მსურს, რომ ვლადიმერ პუტინისთვის აშკარა იყოს, ჩვენ არსად მივდივართ და უკრაინის მხარდაჭერას არ შევწყვეტთ, გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით რჩება”.
რიში სუნაკის ოფისის ცნობით, 2,5 მილიარდი ფუნტი დაფინანსება დაფარავს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, საჰაერო თავდაცვას, საარტილერიო საბრძოლო მასალასა და საზღვაო უსაფრთხოებას.
თანხა გამოიყოფა უკრაინაში ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობისთვისაც.