მთავარიმსოფლიო„დასასრული, საიდანაც ვიწყებთ”- ფილმი დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 19 იანვარს გამოვა

„დასასრული, საიდანაც ვიწყებთ”- ფილმი დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 19 იანვარს გამოვა

„დასასრული, საიდანაც ვიწყებთ“- ასე ჰქვია ახალ ბრიტანულ დრამას, რომელიც სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის, კლიმატის ცვლილების შესახებ მოგვითხრობს.
ფილმის მთავარი პერსონაჟი ქალი მშობიარობის შემდეგ იძულებული ხდება ახალშობილთან ერთად ქალაქიდან გააღწიოს, რადგან იქაურობას წყალდიდობა შთანთქავს.
როგორ იქცევიან ადამიანები, როდესაც ბუნებას წინააღმდეგობას ვერ უწევენ?
თავშესაფარში მყოფი მთავარი გმირი და ფილმის სხვა პერსონაჟები, საკვებისა და სიცოცხლისთვის სხვა აუცილებელი მარაგების ნაკლებობის ფონზე გადარჩენას ცდილობენ.
ფილმი იგივე სახელწოდების მქონე ნოველის მიხედვით არის გადაღებული. მთავარ პერსონაჟს მსახიობი ჯოდი კომერი ასრულებს. მაყურებელი ასევე მსახიობ ბენედიქტ ქამბერბეჩსაც იხილავს.
ფილმი დიდი ბრიტანეთის კინოთეატრებში 19 იანვარს გამოდის.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე პირდაპირ არ საუბრობენ, მთავარ თემას სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს.

„ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ კლიმატის ცვლილება ფილმის ძალიან დიდ ნაწილს მოიცავს. ამავდროულად, ფილმი სიმბოლურია არაერთი ქალისთვის. აქ საუბარია იმ საკითხებზე, რისი გავლაც მშობიარობის შემდეგ ქალებს უწევთ. ვფიქრობ, ფილმი იმაზე უფრო ღრმაა, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. რაც ძალიან მომწონს არის ის, რომ ჩემი პერსონაჟის შინაგანი სამყარო რადიკალურად იცვლება. მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა უწევს“, – ამბობს მსახიობი ჯოდი კომერი.

თავშესაფარში მთავარ პერსონაჟს სხვა დედები ხვდებიან. ისინი ერთად ცდილობენ, გაუმკლავდნენ ბუნებრივ კატასტროფასა და დედობას თავშესაფარში, სადაც ცხოვრებისთვის ყველა აუცილებელი პირობას მოკლებულები არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend