მთავარიკუბიკომპანია “მეტა” ფეისბუკსა და ინსტაგრამზე ცვლილებებს გეგმავს

კომპანია “მეტა” ფეისბუკსა და ინსტაგრამზე ცვლილებებს გეგმავს

რამდენიმე დღის წინ კომპანია “მეტამ” განაცხადა მოზარდებისთვის სუიციდისა და კვებითი აშლილობის შესახებ მასალების დაფარვასთან დაკავშირებით. ფეისბუკსა და ინსტაგრამზე მოზარდებს აღარ შეხვდებათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოსტები და ამ თემაზე ინფორმაციის მოძიებაც ბევრად რთული გახდება.

კომპანია “მეტას” მთავარ მიზანს წარმოადგენს, სოციალურ ქსელში მოზარდებისთვის უსაფრთხო და მათი ასაკისთვის შესაფერისი გარემო შექმნა. ამიერიდან მოზარდები “მეტასგან” ხშირად მიიღებენ შეტყობინებას, რომ დათანხმდნენ კომპანიის მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც მათ არასასურველი შეტყობინებების მიღებისგან დაიცავს. ამავდროულად ისინი თავად გააკონტროლებენ იმასაც, თუ ვინ გააზიარებს მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალას.

მეტამ” ცვლილებები მას შემდეგ დანერგა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების არაერთმა შტატმა კომპანიას ბრალი დასდო სოციალურ ქსელში მოზარდებისთვის არაჯანსაღი გარემოს მიზანმიმართულად შექმნაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend