მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში მატარებლების მემანქანეები სამი დღით გაიფიცნენ

გერმანიაში მატარებლების მემანქანეები სამი დღით გაიფიცნენ

გერმანიაში მატარებლის მემანქანეები ცუდი სამუშაო პირობებისა და დაბალი ანაზღაურების გამო, სამი დღით გაიფიცნენ. 

მატარებლის მემანქანეები ხელფასის გაზრდასა და სამუშაო საათების კვირაში 35 საათამდე შემცირებას ითხოვენ.

გაფიცვაში მონაწილეობენ როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო მატარებლების მემანქანეები, რის გამოც მატარებლები საგანგებო განრიგით იმოძრავებენ.

მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რაც კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებაში  უკმაყოფილებას.

გერმანია ამჟამად მერვე ადგილზეა ევროპაში გაფიცვების სიხშირით, მაგრამ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2024 წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ეს მონაცემები.

იმ შემთხვევაში თუ 12 იანვრამდე სახელმწიფოს მიერ გარკვეული შეთავაზება არ გაკეთდება გერმანიის მატარებლის გაერთიანების წევრებისთვის, მემანქანეები შემდგომი გაფიცვით იმუქრებიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend