ბრიტანელი მომღერლის, ემი უაინჰაუსის, შესახებ ახალი ბიოგრაფიული ფილმის პირველი ტრეილერი გამოვიდა.
ფილმში მოთხრობილია მომღერლის ცხოვრებაზე, მის კარიერულ წინსვლასა და მისი რიგით მეორე სტუდიური ალბომის Back to Black-ის ჩაწერაზე.
ფილმში ემი უაინჰაუსის როლს მარისა აბელა თამაშობს. მომღერლის ყოფილი მეუღლეს კი ჯეკ ო’კონელი ასახიერებს.
ფილმის რეჟისორი სემ ტეილორ-ჯონსონია. ბიოგრაფიული ფილმი მომღერლის გარდაცვალებიდან თითქმის 13 წლის შემდეგ, 12 აპრილს, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის კინოთეატრებში გამოვა.