მთავარისპორტისაფეხბურთო სკანდალი

საფეხბურთო სკანდალი

დაპირისპირება ვიქტორ ოსიმენსა და მამუკა ჯუღელს შორის

ხვიჩა კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა “პირველ არხთან” მიცემულ ინტერვიუში “ნაპოლის” თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენსა და მის შესაძლო სატრანსფერო კავშირზე ისაუბრა საუდის არაბეთის ლიგასთან, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია კი ევროპულ გრანდებთან დააკავშირა. ვიქტორ ოსიმენი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მამუკა ჯუღელს და ამ ინტერვიუს გამო მას სამარცხვინო უწოდა. ოსიმენი წერს, რომ მამუკა ჯუღელის კომენტარი მისთვის შეურაცხმყოფელია.

ამ ამბავს ასევე გამოეხმაურა ვიქტორ ოსიმენის აგენტი რობერტო კალენდა. ის წერს, რომ ყველამ საკუთარ საქმეს უნდა მიხედოს და პატივი სცეს სხვის შრომას, სხვა მოთამაშეების მომავალზე საუბარი კი არასწორია. აგენტის აზრით, ჯუღელის ეს სიტყვები ვიქტორ ოსიმენს “ნაპოლის” გულშემატკივრებთან პრობლემებს შეუქმნის. “ახლახან მოვაწერეთ ახალ კონტრაქტს ხელი “ნაპოლისთან” და ვიქტორის ერთადერთი სურვილი აფრიკის თასის გარდა “ნაპოლის” დახმარებაა’’, – წერს ოსიმენის აგენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend