ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი დღეს, 10 იანვარს, უკრაინისა და ნატოს საბჭოს შეხვედრას აწყობს.
შეხვედრა უკრაინამ გახშირებული რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების გამო მოითხოვა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნება.
At the NATO-Ukraine Council, Allies and 🇺🇦 meet as equal participants to advance political dialogue, engagement, cooperation and Ukraine’s aspirations for NATO membership. The Council also serves as a crisis consultation mechanism
Tap the video to learn more ↓
— NATO (@NATO) January 9, 2024
თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, ტერორისტებმა შესაბამისი პასუხი უნდა აგონ ამ სისასტიკისთვის.
ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ გააძლიერებენ ქვეყანას, უკრაინის საჰაერო თავდაცვასა და პარტნიორებთან თანამშრომლობას დრონების საკითხებთან დაკავშირებით.
Regardless of any issues in the world, our measured and determined approach to every need and opportunity will enable us to provide Ukraine's defense forces with everything they require. We know how to implement Ukraine's priorities for this year, what is required, who is… pic.twitter.com/IUAbV2ziBG
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) January 9, 2024
29 დეკემბრიდან რუსეთი უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიას ესხმის თავს. ამ იერიშების შედეგად დაიღუპა 50-ამდე მშვიდობიანი მოქალაქე.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლელი პარტნიორები ვერ ასწრებენ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საკმარისი რაოდენობის ჭურვების წარმოებას. ასევე პრობლემებია ამერიკულ დაფინანსებასთან დაკავშირებითაც.