საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიის ქალაქ მანჰაიმშია და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. გუნდმა უკვე ივარჯიშა და ემზადება პირველი მატჩისთვის ნიდერლანდების წინააღმდეგ, რომელიც 11 იანვარს, თბილისის დროით 21:00-ზე გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ნიდერლანდების, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და შვედეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება და თითო-თითო მატჩს ჩაატარებს მათ წინააღმდეგ.
ეს ტურნირი ჩვენი ნაკრებისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ისინი პირველად ასპარეზობენ ევროპის ჩემპიონატზე.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წყვილში ფავორიტად მიჩნეული უნგრეთის ნაკრები გასვლაზე სენსაციურად დაამარცხა. მატჩი ანგარიშით 31:30 დასრულდა, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 10 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.