რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესზე წარდგა. ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეს 19-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ალექსეი ნავალნი ცენტრალურ რუსეთში, მოსკოვიდან დაახლოებით 140 კილომეტრშია, დაპატიმრებული. ალექსეი ნავალნის ადგილსამყოფელი რამდენიმე კვირის განმავლობაში უცნობი იყო. რუსი პოლიტიკოსი პატიმრობაშია 2012 წლის იანვრიდან. ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს, მანამდე კი მისი მოწამვლა სცადეს, თავად ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობაში კრემლს ადანაშაულებს.
ალექსეი ნავალნი, რუსი ოპოზიციონერი: “ბევრ სხვადასხვა სატუსაღოში ვიყავი, რიგ შემთხვევებში საკანში სხვა პატიმრებთან ერთად ვიყავი, ახლა სამარტოო საკანში ვარ. ზოგჯერ პირობები დამაკმაყოფილებელია, ზოგჯერ არა, ამით თქვენ გაკრიტიკებთ პატივცემულნო, სხვათა შორის. ამინდი არ მომწონს ხოლმე ხანდახან და ამ საკითხთან დაკავშირებით რომელ სასამართლოს მივმართო”.
1/4 Tomorrow, January 11, I will appear in the Supreme Court via video. It’s about my lawsuit to invalidate the clauses in the internal regulations limiting the amount of religious literature.
— Alexey Navalny (@navalny) January 10, 2024