გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ღაზის სექტორში არსებული არასრულფასოვანი კვების პრობლემა და სხვადასხვა დაავადება საფრთხეს უქმნის ბავშვების სიცოცხლეს.

დაბომბვის შედეგად ღაზის სექტორში ათასობით ბავშვი დაიღუპა. გადარჩენილი ბავშვების საცხოვრებელი პირობები კი სწრაფად უარესდება. იზრდება დიარეის შემთხვევები და ბავშვებში სიკვდილიანობის რისკი. ხუთ წლამდე ბავშვებში დიარეის შემთხვევები მხოლოდ ერთ კვირაში 48 000-იდან 71 000-ამდე გაიზარდა, რაც დღეში დიარეის 3200 ახალ შემთხვევას გულისხმობს.
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, ორ წლამდე ასაკის ბავშვების დაახლოებით 90% ვიტამინების ორ ან ნაკლებ ჯგუფს იღებს.
Imagine constantly hearing these ear-shattering sounds. That’s the reality for children in Gaza.
To get families the support and supplies they so desperately need, UNICEF continues to call for a humanitarian ceasefire. Children need peace. Now. pic.twitter.com/NmjXIWsYPp
— UNICEF (@UNICEF) January 9, 2024