მთავარიმსოფლიოალასკის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავს ჰაერში ფიუზელაჟის ნაწილი მოსწყდა

ალასკის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავს ჰაერში ფიუზელაჟის ნაწილი მოსწყდა

5 იანვარს ალასკის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავს  აფრენიდან შვიდ წუთში  ორეგონის თავზე მოსწყდა ფიუზელაჟის ნაწილი. 

პილოტები იძულებული გახდნენ,  ავარიული დაშვება განეხორციელებინათ. 171 მგზავრიდან არავინ დაშავებულა. სალონში წნევის სწრაფი ვარდნის გამო ჟანგბადის ნიღბები ჩამოეშვა.

შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ გასცა ბრძანება,  რომ შეჩერებულიყო ამერიკული კომპანიების კუთვნილი „ბოინგ 737 მაქს 8“ მოდელების თვითმფრინავების ფრენა იქამდე,  სანამ ხომალდებს არ შეამოწმებენ.

საგანგებო ბრძანება ეხება დაახლოებით 171 თვითმფრინავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ერთ-ერთი მგზავრი კელი ბარტლეტი ამბობს, რომ თუკი ვინმე შესთავაზებს ბოინგით კიდევ ერთხელ მგზავრობას, არ იცის, დასთანხმდება თუ არა, რადგან ახლა შეშფოთებულია განვითარებული მოვლენების გამო.

მანამდე მარეგულირებლებმა თითქმის 2 წლის განმავლობაში შეაჩერეს „ბოინგ 737 მაქს 8“ მოდელის თვითმფრინავების ფრენები, რადგან  2018 წელს მალაიზიის ავიახაზების ბოინგი ჩამოვარდა, 2019 წელს კი – ეთიოპიის ავიახაზების. იმ პერიოდში კომპანიამ აღმოფხვრა ავტოპილოტთან დაკავშირებული ხარვეზები, რომლებმაც  ეს ავიაკატასტროფები გამოიწვია.

თუმცა წარსულის შემთხვევები არ არის დაკავშირებული პარასკევს მომხდარ ინციდენტთან. ზოგადად, მსგავსი რამ იშვიათი მოვლენაა საჰაერო მიმოსვლაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend