მთავარიმსოფლიოევროპაუამინდობა ევროპაში: შვედეთსა და ნორვეგიაში ყინვაა, ხოლო გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში -...

უამინდობა ევროპაში: შვედეთსა და ნორვეგიაში ყინვაა, ხოლო გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში – წყალდიდობები

ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში ჯერ ისევ უკიდურესად ცივი ამინდია. გერმანიაში საგანგაშო ვითარებაა წყალდიდობების გამო.

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა – მინუს 31 გრადუსია. ქვეყანაში დაიკეტა რამდენიმე სათხილამურო კურორტი, ირმის მწყემსებს კი გარკვეულ ადგილებში, სადაც ტემპერატურა მინუს 46 გრადუსამდეა, ყინვაში უწევთ მუშაობა.

შვედეთში გასულ შაბათს მინუს 18 გრადუსი გამოვლინდა. სკანდინავიურ ქვეყანაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ცივი პერიოდია.

დასავლეთ გერმანიაში, კერძოდ,  საქსონია-ანჰალტისა და ქვემო საქსონიის მცხოვრებლები წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ. ადგილობრივები, მეხანძრეები, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები და ჯარისკაცები ერთობლივად მუშაობდნენ წყლის მიერ შესუსტებული ბარიერების გასამაგრებლად.

დიდ ბრიტანეთშიც, ნოტინგემშირში, შენობები და ქუჩები კოკისპირული წვიმის გამო წყლით არის დაფარული.  უხვი ნალექია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend