მთავარისაქართველომძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი 1000-ამდე ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს - მთავრობის ახალი...

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი 1000-ამდე ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს – მთავრობის ახალი გადაწყვეტილება

საქართველოში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი 1000-ამდე ოჯახი საცხოვრებელ ფართს მიიღებს – ამის შესახებ დღეს, 8 იანვარს, მთავრობის 2024 წლის პირველ სხდომაზე განაცხადეს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. ამის მიხედვით გამოდის, რომ თითოეულ ოჯახზე მთავრობას დაახლოებით 50 ათასი ლარი აქვს გათვლილი, მათთვის ახალი საცხოვრებელი ფართის შესაძენად.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი, რომელსაც სამი ან მეტი შვილი ჰყავს.  ასევე ამ ინიციატივით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. მათ, ვისაც ამ პროგრამაში მონაწილეობა სურთ, განცხადების გაკეთება მუნიციპალურ ცენტრებში შეუძლიათ. ხოლო იმას თუ რომელ ოჯახს გადასცემენ ახალ საცხოვრებელ ფართს, შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში უკიდურეს გაჭირვებაში მოსახლეობის 15,6% ანუ 582 ათასზე მეტი პირი ცხოვრობს.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend