ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი, ერთერთი საუკეთესო მცველი ფეხბურთის ისტორიაში, ფრანც ბეკენბაუერი, რომელსაც ზედმეტსახელად “იმპერატორს” ეძახდნენ 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფრანც ბეკენბაუერი კაცობრიობის ისტორიაში სამი ადამიანიდან ერთერთია, რომელსაც მსოფლიო თასი როგორც ფეხბურთელის ასევე მწვრთნელის რანგში აქვს მოგებული. ფრანც ბეკენბაუერს დასავლეთ გერმანიის ნაკრებში 104 მატჩი აქვს ჩატარებული, კარიერის ზენიტში ნაკრების კაპიტანი იყო.
ფრანც ბეკენბაუერი სხვადასხვა წელს გერმანიის ფეხბურთის ასოციაციისა და კლუბ მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.