მთავარიაზიაისრაელიისრაელის პრემიერი სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვართან ჯარისკაცებს შეხვდა

ისრაელის პრემიერი სახელმწიფოს ჩრდილოეთ საზღვართან ჯარისკაცებს შეხვდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სახელმწიფოს ჩრდილოეთ რეგიონში ჯარისკაცებს შეხვდა. “ჰეზბოლას” მიერ ისრაელის სამხედრო რადარზე მიტანილი იერიშის შედეგად იერუსალიმის კუთვნილი სამხედრო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლა” 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისრაელის ჩრდილოეთ რეგიონებში მდებარე დასახლებებს ბომბავს. ჯარისკაცებთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა ღონეს იხმარს, რათა ისრაელის ჩრდილოეთ მიდამოებში მოსახლეობამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი: “ჩვენ ყველა ზომას მივმართავთ, რათა ამ რეგიონში მოსახლეობამ თავი მშვიდად და უსაფრთხოდ იგრძნოს. მე ბევრ ადგილობრივს, რომელთაც სახლი დატოვეს, მოვუწოდებ, რომ დაბრუნდნენ, მათ საფრთხე არ ემუქრებათ, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს, “ჰეზბოლას” კარგი მაგალითი ვაჩვენეთ მათი სამხრეთელი მეგობრების ბედის სახით. კარგად ხედავენ რა მდგომარეობაშია “ჰამასი”, სტაბილურობა და უსაფრთხოება აღდგება”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend