მთავარისაქართველო"ალილო"- ტრადიციული საშობაო მსვლელობა

“ალილო”- ტრადიციული საშობაო მსვლელობა

საქართველოში შობას უძველესი ტრადიციაც ახლავს, ალილო…  ამ დროს მართლმადიდებელი ქრისტიანები სპეციალურად ამ დღისთვის შეკერილი სამოსით, ბაირაღებითა და ურმებით მოივლიან ქუჩებს და აგროვებენ ნობათს, სამოსს, რომელიც ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებს უნდა გადაეცეს, მათ, ვისაც მზრუნველობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მრავალრიცხოვან მსვლელობას ყოველთვის მიჰყვებიან მგალობლები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილ საგალობლებს ასრულებენ.

“ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ყველამ ერთად ახალგაზრდებმა, ოჯახის წევრებმა აღნიშნონ თეატრალიზებული სახით შობის დღესასწაული, აქ არიან ბავშვები მწყემსების ფორმით, მოგვები, რომლებსაც მოჰქონდათ ძღვენი უფლისადმი და ეს სიხარული, რომელიც ეკლესიებში დღეს წირვებისას იყო გამჟღავნებული, საზეიმო მსვლელობებში გადაიზრდება”, – ამბობს მღვდელი ბიძინა გუნია. 

“ამ დღეს სულ ცრემლით ვხვდები, რაც კი ტრადიცია არსებობს, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ზოგადად რელიგიას რაც ეხება, ეს რომ მაცვია ძალიან ბედნიერი ვარ“, – ამბობს მსვლელობის მონაწილე. 

საბჭოთა პერიოდში სხვა რელიგიურ ტრადიციებთან ერთად “ალილოც” იკრძალებოდა. ეს რიტუალი ქვეყანაში 2 000 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით აღდგა და უკვე 24-ე წელია მორწმუნეები დიდი სიხარულით ერთვებიან ალილოს მსვლელობაში შობის დღესასწაულზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend