მთავარისაქართველოსეზონური ვირუსებიდან საქართველოში H1N1 და H1N3-ია გავრცელებული

სეზონური ვირუსებიდან საქართველოში H1N1 და H1N3-ია გავრცელებული

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით ქვეყანაში ძირითადად „ეიჩ ერთი ენ ერთი“ და „ეიჩ ერთი ენ სამი“ ვირუსებია გავრცელებული, რომელსაც მაღალი ტემპერატურა, თავის და სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე ახასიათებს. ივანე ჩხაიძის თქმით ვირუსები ძირითადად ბავშვებშია გავრცელებული.

მან მოსახლეობას რეკომენდაციებიც მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ტემპერატურის კონტროლი, დიდი რაოდენობით სითხის მიღება და გართულების შემთხვევაში, ექიმებისთვის მიმართვა.

„მიუხედავად იმისა, რომ იანვრის პირველ კვირას სეზონური გრიპის შემთხვევების მატება გვაქვს და ჯერ აღმავალი მრუდია, საქართველოში და მთელ მსოფლიოში გრიპის ვირუსის ჯამური მაჩვენებელი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს იყო.

ამინდსაც დიდი მნიშვნელობა აქვს და სავარაუდოდ, მომდევნო პერიოდის განმავლობაში, გაციების კვალდაკვალ, შემთხვევები მოიმატებს, თუმცა გრიპის თვალსაზრისით, ალბათ ისეთი აქტიური პერიოდი არ იქნება, როგორც 2022-2023 წლის სეზონზე იყო. სხვა ვირუსებიც ცირკულირებენ ქვეყანაში, ეს არის რინოვირუსი, რესპირაციული ვირუსი. კორონავირუსი ნაკლებად აქტიურია და წინა კვირების სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, მაჩვენებელი მხოლოდ 2,5%-ის ფარგლებში მერყეობდა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend