მთავარიამერიკააშშ"მატყუარა" ხელოვნური ინტელექტი

“მატყუარა” ხელოვნური ინტელექტი

პურდიუს უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, chatgpt ყოველ მეორე შეკითხვას არასწორად პასუხობს

პურდიუს უნივერსიტეტის მკვლევრებმა chatgpt-ის სიზუსტე შეისწავლეს. მათ ხელოვნურ ინტელექტს სპეციალურად კომპიუტერული პროგრამისტებისთვის შექმნილი პოპულარული კითხვა-პასუხის ვებსაიტიდან Stack Overflow-იდან აღებული შეკითხვები დაუსვეს. შედეგებმა კი აჩვენა, რომ chatgpt ყოველ მეორე შეკითხვაზე მკვლევრებს პასუხად არასწორ ინფორმაციას აწოდებდა. ხელოვნური ინტელექტის მიერ გაცემული პასუხების 52% მცდარი იყო. მკვლევრები ამბობენ, რომ chatgpt სასარგებლო ინსტრუმენტია, თუმცა მის გამოყენებას დიდი სიფრთხილე სჭირდება, რადგან მას ამ ეტაპზე არ შეუძლია სრულად გაიაზროს ყველა ტიპის ინფორმაცია, განსაკუთრებით ისეთი ინფორმაცია, რომელიც უფრო სიღრმისეულ ცოდნას და ადამიანურ, შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს.

თიანი ჟანგი, პურდიუს უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის პროფესორი: “ამ კვლევის ფარგლებში 517 შეკითხვაზე chatgpt-ის მიერ გაცემული პასუხები გავაანალიზეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეკითხვების 52%-ს არასწორად უპასუხა. ვფიქრობ, chatgpt ნამდვილად კარგი ინსტრუმენტია შთაგონების მისაღებად, მაგრამ თუ რაიმე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე, დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. არ უნდა ვიყოთ მასზე დამოკიდებულები, რადგან chatgpt-ის ნებისმიერ დროს შეუძლია მცდარი ინფორმაცია მოგვაწოდოს. თუ ერთსა და იმავე შეკითხვას სხვადასხვანაირი ფორმულირებით დაუსვამთ, განსხვავებულ პასუხებს მიიღებთ. შეგიძლიათ ეს პასუხები ერთმანეთს შეადაროთ და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. Chatgpt-ის შეუძლია მარტივი, ყოველდღიური ამოცანები ამოხსნას ადამიანების მაგივრად. მაგრამ ამ ეტაპზე იგი დამსაქმებლების თვალში ადამიანურ შემოქმედებით აზროვნებას ან სიღრმისეულ, დარგობრივ ცოდნას ვერ ჩაანაცვლებს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend