მთავარიმსოფლიო"ისრაელსა და ლიბანს შორის ესკალაციის საფრთხე "ძალიან რეალურია"" - გერმანიის მთავრობა

“ისრაელსა და ლიბანს შორის ესკალაციის საფრთხე “ძალიან რეალურია”” – გერმანიის მთავრობა

ისრაელ-“ჰამასის” ომის ფონზე იზრდება საფრთხე, რომ კონფლიქტი რეგიონულ მასშტაბში გადაიზარდოს. ბოლო დღეებში განსაკუთრებით იმატა ისრაელის ძალებსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ “ჰეზბოლას” შორის შეტაკებებმა ლიბანის საზღვრებთან… დღეს გერმანიის მთავრობაშიც დაადასტურეს, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე “ძალიან რეალურია”.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გეგმავს ისრაელში ჩავიდეს და შეხვდეს საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს. ლიბანში ჩასვლას გეგმავს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც.  ევროკავშირის განცხადებაში წერია, რომ დიპლომატის ვიზიტის მთავარი მიზანია, თავიდან აირიდოს რეგიონული ესკალაციის საფრთხე. 5 იანვარს ისრაელში ვიზიტს იწყებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ვითარება ისრაელსა და ლიბანს შორის განსაკუთრებით დაიძაბა 2 იანვარს, როდესაც ქალაქ ბეირუთში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი სალეჰ ალ-არური დრონის თავდასხმით მოკლეს. მოგვიანებით ისრაელში განაცხადეს, რომ თავდაცვის ძალები მაღალ მზადყოფნაში არიან და „ემზადებიან მოვლენების ნებისმიერი გზით განვითარებისთვის“. ირანის მიერ კონტროლირებადი „ჰეზბოლას“ ლიდერი სეიედ ჰასან ნასრალა კი დაემუქრა ისრაელს, რომ ლიბანში თავდასხმების გამო პასუხს აგებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend