მთავარისაქართველო"10 დღე ომის გარეშე" - ბავშვები ირპინიდან საქართველოს სტუმრობენ

“10 დღე ომის გარეშე” – ბავშვები ირპინიდან საქართველოს სტუმრობენ

„10 დღე ომის გარეშე“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველო უკვე მესამედ მასპინძლობს უკრაინელ ბავშვებს. 9-იდან 16 წლამდე 26 მოზარდი ირპინიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „საქუკ 2022“-მა ავტობუსით ჩამოიყვანა. ისინი გზაში სამი დღის განმავლობაში იყვნენ და საქართველოში 9 იანვრამდე დარჩებიან. 4 იანვარს ბავშვებს თბილისში უკრაინულ სახლში უმასპინძლეს. პროექტის მიზანია ომს ცოტა ხნით მაინც გამოარიდოს ბავშვები. ირპინი რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შედეგად ძალიან დაზარალდა. ბავშვებმა, რომლებიც ახლა საქართველოში არიან, საკუთარ თავზე გამოცადეს რუსული აგრესია.

„ბავშვები ირპინიდან საქართველოს 10 დღით სტუმრობენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ვიცით ამ 10 დღის განმავლობაში ისინი დაცულები იქნებიან.  ვერ გაიგებენ აფეთქების ხმას, არ მოუწევთ სარდაფში დამალვა და გადარჩენისთვის ბრძოლა. ჩვენი ქალაქის, ირპინის თითქმის 70% განადგურებულია და აი, აქ მყოფი თითოეული ბავშვის ერთ მშობელი მაინც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის. ზოგს დედა ჰყავს ომში ჯარისკაცად, ზოგს კი მამა… ამ ბავშვების სახლები განადგურებულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვიბრძვით და ვაგრძელებთ ცხოვრებას იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი გმირი ქალაქი – ირპინი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენთვის“, – ირინა მიგიტკა, უკრაინელი ქალების ორგანიზაცია “კიევშჩინა”.

„აქ ძალიან მომწონს, ჩემს მეგობრებსაც მოსწონთ. მხარდაჭერას ვგრძნობთ და ძალიან სასიამოვნოა. მოგვწონს თქვენი სამზარეულო, ქალაქები, სახლები და ხალხი – ძალიან კარგი ხალხია. უკრაინაც ძალიან კარგია, მაგრამ ახლა ომია. ომი რომ დაიწყო საშინელება იყო, ისმოდა აფეთქებების ხმა“, – ნასტია მაისენკო, სკოლის მოსწავლე ირპინიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend