მთავარისაქართველოთბილისის ქუჩებში ,,მოხალისე სანტები" გამოჩნდნენ

თბილისის ქუჩებში ,,მოხალისე სანტები” გამოჩნდნენ

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თბილისის ქუჩებში მოხალისე სანტები გამოჩნდნენ.

სოციალური პროექტი ,,მოხალისე სანტები’’ 2017 წელს შეიქმნა. პროექტის იდეის ავტორი რუსკა კვიციანია, რომელიც დღემდე აქტიურადაა ჩართული ამ საქმეში. პროექტის მთავარი მიზანი სტატუსშეჩერებული ან სტატუსის შეჩერების პირას მყოფი სტუდენტების სწავლის დაფინანსებაა.

ახალი წლის პერიოდში სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ერთიანდებიან და ,,მოხალისე სანტებად’’ მუშაობენ. ისინი დადიან თბილისის ქუჩებში, სტუმრობენ მოქალაქეებს და ცდილობენ, ხურჯინში მოთავსებული სათამაშოები  სიმბოლურ ფასად გაყიდონ.

2018 წლიდან სანტები თანამშრომლობენ სოციალურ საწარმოსთანაც, საიდანაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ დამზადებულ ხის სათამაშოებს პროექტის ფარგლებში ყიდიან.

2017 წლიდან დღემდე ამ პროექტის ფარგლებში 27 წარჩინებული სტუდენტი დააფინანსეს. თავიდან მხოლოდ 10 სტუდენტი დადიოდა კარდაკარ, დღეს კი ამ პროექტში 400-ზე მეტი მოხალისე სანტაა ჩართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend