მთავარისაქართველოსაქართველოში მცხოვრები ინდოელების საახალწლო ტრადიციები

საქართველოში მცხოვრები ინდოელების საახალწლო ტრადიციები

საქართველოში მცხოვრები ინდოელები ახალ წელს ქართული და ინდური ტრადიციების მიხედვით აღნიშნავენ. ვაცალ პრაშერი უკვე 6 წელია საქართველოში ცხოვრობს და უკვე ქართულადაც გამართულად საუბრობს. მას ძალიან მოსწონს ქართული სუფრის ტრადიცია და ახალ წელს ინდური კერძებით ქართული სუფრა გაშალა. ამბობს, რომ უყვარს ქართული საახალწლო ტრადიციები და 2024 წელს ყველა ქართველს მშვიდობასა და ახალ შესაძლებლობებს უსურვებს.

“ქართველმა ხალხმა ინდური კულტურის შესახებ ძალიან ბევრი რამ იცის. მათ ნანახი აქვთ ბოლივუდის ფილმები, მოსმენილი აქვთ ინდური სიმღერები და ჩვენთანაც ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სტუმარი ღმერთია და ინდოეთში სტუმრებს ღმერთებივით ექცევიან. სწორედ ასე ვგრძნობთ საქართველოში თავს. ქართველებს სურთ, რომ ინდურ კულტურასთან დაკავშირებით უფრო მეტი რამ შეიტყონ. ინდოეთთან შედარებით საქართველოში ახალი წელი უფრო გრანდიოზულად აღინიშნება. საახალწლო განათებებით თბილისი საოცრად არის მორთული. ინდოეთში ყოველ ახალ წელს ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდებით და ტრადიციულ კერძებს ვამზადებთ. თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს დღესასწაული უფრო ლამაზად აღინიშნება. ინდოეთში დაახლოებით 28 შტატია და თითოეულ მათგანს თავისი სამზარეულო აქვს. დღესაც, ჩვენი მომზადებული კერძები სხვადასხვა შტატიდანაა. თუმცა ვფიქრობ, ერთი რამ რაც ყველა შტატს საერთო აქვს, ტკბილეულია. მაგალითად, ჰალვა, რომელიც ინდური დესერტია.

ახალ წელს ყველას ჯანმრთელობას, იღბალსა და სიყვარულს ვუსურვებ. ადამიანები ერთმანეთს უფრო ხშირად უნდა ვეხმარებოდეთ.  სამყაროს მეტი სიკეთე სჭირდება”, – ამბობს ვაცალ პრაშერის ერთ-ერთი მეგობარი ანანეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend