მთავარიევროპაუკრაინასაჩუქრები უკრაინელ ჯარისკაცებს

საჩუქრები უკრაინელ ჯარისკაცებს

მიუხედავად ომისა, რომელსაც ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს, მოქალაქეები მაინც ცდილობენ, საშობაო განწყობა შეუქმნან  უკრაინაში ფრონტის ხაზზე მებრძოლ ჯარისკაცებს.

კროპივნიცკიში მდებარე ერთ-ერთმა საზოგადოებრივმა ცენტრმა სამხედროებისთვის შეაგროვა  საჩუქრები: პროდუქტები, ტაქტიკური აღჭურვილობა და სხვა ნივთები. მათი მიზანი, უპირველეს ყოვლისა,  უკრაინის დამცველებისთვის მოტივაციის ამაღლება იყო.

საზოგადოებრივი ცენტრის „კოლპაკის“ თანადამფუძნებელი, ინა კოლპაკი ამბობს, რომ საჩუქრები მათმა შვილებმაც გამოატანეს. მათი სურვილია, უკრაინელ სამხედროებს მიულოცონ დღესასწაული და ცოტათი მაინც შეუქმნან განწყობა და მისცენ მოტივაცია. ცენტრის თანამშრომლები აღარც ითვლიან, რამდენჯერ მივიდნენ ფრონტის ხაზზე. ისინი ყველაფერს გულით აკეთებენ. ყოველი მისვლისას სულისა და სითბოს ნაწილს უზიარებენ მათ, ვინც ფრონტის ხაზზე იარაღით ხელში უკრაინას იცავს.

სანტა-კლაუსი აქ მძღოლი ოლეჰ იენიევია, რომელიც უკრაინელ სამხედროებს საჭირო ნივთებით 2014 წლიდან ამარაგებს. მას იმედი აქვს, რომ ეს სიხარული, რომელიც, მართალია, მცირეა, შემდეგ ჩასვლამდე გაჰყვებათ ჯარისკაცებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend