მთავარიმსოფლიოევროპანიდერლანდებსა და გერმანიაში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია

ნიდერლანდებსა და გერმანიაში უხვმა ნალექმა წყალდიდობა გამოიწვია

აღმოსავლეთ ნიდერლანდებში მდინარე რაინის სხვადასხვა განშტოების კალაპოტიდან გადმოსვლამ წყალდიდობა გამოიწვია. მეტეოროლოგების ინფორმაციით, სიტუაცია დღეს შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს.

ქვეყნის სხვა ნაწილებში წყლის შესაჩერებლად სპეციალური ბარიერები მოუწყო. ფერმერებს აფრთხილებენ, რომ უამინდობამ შესაძლოა გავლენა იქონიოს კარტოფილისა და შაქრის ჭარხლის მოსავალზე.

უხვი ნალექი მოვიდა მეზობელ გერმანიაშიც. წყალდიდობით დაზარალებული ქვეყნის ჩრდილოეთში ვითარება ჯერ ისევ საყურადღებოა, თუმცა მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ პიკი უკვე გადავლილია. ბრემენთან ახლოს მდინარე ვეზერი კალაპოტიდან გადმოვიდა. გარკვეულ ადგილებში მისი სიგანე 1 კილომეტრს აღწევს. ქალაქის განაპირა მხარეს დაიტბორა სახლები და ფერმები.

რთული მეტეოროლოგიური პირობებია ნორვეგიაშიც. ქარბუქის გამო ქვეყნის უმეტეს ნაწილში მძღოლებს მოყინული გზების შესახებ აფრთხილებენ. ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. ჩრდილოეთის ზღვის გასწვრივ კი ჯერ ისევ მძვინვარებს შტორმი „ჰენკი“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend