მთავარიმსოფლიო„უცნობები“

„უცნობები“

ლონდონის თითქმის ცარიელ კოშკში ადამს იდუმალი მეზობელი ჰარი შემთხვევით ხვდება. ამ ღამიდან ახალგაზრდა სცენარისტის ყოველდღიურობა რადიკალურად იცვლება.

ტაიჩი იამადას 1987 წლის რომანის „უცნობები“ ეკრანიზაცია ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხოვრებისა და სიყვარულის ისტორიას გვიყვება. 2023 წლის ერთ-ერთ გახმაურებულ კინოსურათში მთავარ როლებს ცნობილი ირლანდიელი მსახიობები ენდრიუ სკოტი და პოლ მესკალი ასრულებენ. ფილმი რამდენიმე პრესტიჟული კინოდაჯილდოების, მათ შორის, ოქროს გლობუსის არაერთ ნომინაციაზეა წარდგენილი.

ენდრიუ სკოტი, მსახიობი: „ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ნამუშევარს ამდენი ადამიანი ელოდება. ეს ბევრს ამბობს ფილმზე. მაყურებელს ვურჩევდი, რომ კინოთეატრებს ესტუმრონ. ეს სრულიად უნიკალური გამოცდილებაა“.

ფილმის სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილია მშობლების დაკარგვით გამოწვეული განცდები. მთავარი პერსონაჟის მშობლების როლს ცნობილი ბრიტანელი მსახიობები, სერიალ „გვირგვინის“ ვარსკვლავი კლეირ ფოი და ჯეიმი ბელი ასრულებენ.

კლეირ ფოი, მსახიობი: „შეიძლება ხუთ ადამიანთან ისაუბრო ამ ფილმზე და თითოეული მათგანი სხვადასხვაგვარად აღიქვამდეს სურათს. ეს ენდრიუ ჰეის დამსახურებაა. შექმნა ფილმი, რომელიც ყველას გულთან ასე ახლოს მივა, ნამდვილი მიღწევაა“.

ჯეიმი ბელი, მსახიობი: „რეჟისორმა გვაჩვენა ადამიანური ურთიერთობების მცდელობები, რეალური კავშირისა და ურთიერთგაგების ძიება. ენდრიუ ჰეიმ დაგვანახა, როგორ გვაკლია ერთმანეთი და რამდენად რთული და ქაოსურია თითოეული ადამიანის გზა“.

ენდრიუ ჰეის ფილმი „უცნობები“ მაყურებელმა აშშ-ის კინოთეატრებში 22 დეკემბერს იხილა.

უახლესი

სხვა ამბები

00:16:29
00:05:32
spot_imgspot_img
Send this to a friend