მთავარიაზიაღაზაღაზაში 20 600 პალესტინელი დაიღუპა, 2.3 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია - გაერო

ღაზაში 20 600 პალესტინელი დაიღუპა, 2.3 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია – გაერო

ისრაელი კვლავ ბომბავს ღაზის სექტორს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ  ქნესეთში განაცხადა, რომ ომი ჯერ არ დასრულდება. 

ისრაელის პარლამენტში მისულები იყვნენ გატაცებული ადამიანების ახლობლები. ისინი ისრაელის მთავრობას შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდებენ, რათა  დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ მათი ახლობლები და ოჯახის წევრები.

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი კი „ჰეზბოლას“ ჩრდილოეთ საზღვართან ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებს და აფრთხილებს, რომ  ბეირუთშიც  იმავეს მოიმოქმედებს, რასაც ღაზაში აკეთებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თქმით, ისრაელი არ დაუშვებს, რომ აქ ისეთივე მდგომარეობა შეიქმნას, როგორიც 6 ოქტომბრამდე იყო. ისინი „ჰეზბოლას“ მძიმე დარტყმებს აყენებენ, მათგან 150 ადამიანი დაიხოცა.

განადგურებული და დაზიანებულია მათი ინფრასტრუქტურა. „ჰეზბოლას“ წევრები საზღვრიდან მათსავე ტერიტორიაზე განდევნეს. იოავ გალანტი დასძენს, რომ ისრაელის ავიაცია თავისუფლად დაფრინავს ლიბანის თავზე, შესაბამისად, ისრაელი გააძლიერებს ამ ძალისხმევას.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფის კოორდინატორმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა შონ ქეისიმ ერთი დღე გაატარა ღაზის სექტორში მდებარე საავადმყოფოში, სადაც ისრაელის თავდასხმების შედეგად დაშავებულებს მკურნალობენ.

შონ ქეისიმ თქმით, ექიმები და ექთნები ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ეს არასდროს იქნება საკმარისი, სანამ ცეცხლი არ შეწყდება, რადგან  შეუძლებელია იმ მოცულობის დაზიანებებთან, ტრავმებთან და ტანჯვასთან გამკლავება, რომლებსაც ისინი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, აწყდებიან. ჯანმოს წარმომადგენელი გამოსავალს მხოლოდ  საომარი მოქმედებების შეწყვეტაში ხედავს.

გაეროს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადის გამო მოსახლეობის მეოთხედი შიმშილობს.

საომარმა მოქმედებებმა დამანგრეველი შედეგი იქონია ღაზაზე, დაიღუპა 20 600-ზე მეტი პალესტინელი, 2.3 მილიონი ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend