„ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“- ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს.
შეკრებას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების წევრები ესწრებიან.
კონფერენციის მთავარი თემა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა.