მთავარიგადაცემებიExploreსამანა - დომინიკელთა რესპუბლიკის ზურმუხტისფერი ველური ბუნება

სამანა – დომინიკელთა რესპუბლიკის ზურმუხტისფერი ველური ბუნება

სამანის ნახევარკუნძული, რომელიც დომინიკელთა რესპუბლიკაში ყველაზე მწვანე რეგიონია, ცნობილია თეთრი ქვიშის სანაპიროებით, ფერადი წყალქვეშა სამყაროთი, მრავალფეროვანი ბუნებითა და გემრიელი სამზარეულოთი.

სამანის ნახევარკუნძული დომინიკელთა რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთის შორეული მხარეა. „ევრონიუსის“ რეპორტიორი ჩინცია რიცი ჩავიდა ამ ნახევარკუნძულზე, რათა გაგაცნოთ ფერადოვანი წყალქვეშა სამყარო, ნახატივით ლამაზი სანაპიროები და ასევე კარიბის ზღვის ველური ბუნება.

ჩვენი მოგზაურობა ნახევარკუნძულის თავში მდებარე პლაია რინკონის სანაპიროდან დაიწყო. თეთრი ქვიშით, ფირუზისფერი წყლითა და ქოქოსის ხეებით ცნობილი ეს სანაპირო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ათი სანაპიროს ნუსხაში შედის. კუნძულის ამ ნაწილში, თითქმის ხელუხლებ ტროპიკულ ბუნებაში, განსაკუთრებულად მდიდარი წყალქვეშა სამყარო შემორჩენილა.

რიფები მდიდარია მარჯნით, ზღვის ღრუბლებით, ზღვის ზღარბებითა და უამრავი სხვა ჯიშის ფერადი თევზით.

თუ ამ ადგილას იანვრიდან და მარტამდე ჩამოხვალთ, ზღვის გიგანტურ ბინადრებსაც იხილავთ – კუზიანი ვეშაპები აქ გამრავლებისთვის მოდიან.

სანამ სამანის ყველაზე მწვანე ადგილებში ელ ლიმონის ჩანჩქერამდე ცხენით მივიდოდით, კაიოლევანტადოს პაწაწინა სამოთხის მსგავს კუნძულზე შევიარეთ ადგილობრივი  ტრადიციული კერძის „პესკადო კონ კოკოს“  გასასინჯად.  ეს ფერადი და გემრიელი კერძი შესანიშნავად ასახავს დომინიკური სამზარეულოს მრავალფეროვნებას.

ავტორი: ჩინცია რიცი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend