პენტაგონში აცხადებენ, რომ ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი იაპონიის ხომალდი, რომელსაც ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია მართავს, ინდოეთის ოკეანეში, ინდოეთის სანაპიროდან 200 საზღვაო მილის მოშორებით, ირანიდან გაშვებული დრონის სამიზნე გახდა.
ეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დაწყებიდან პირველი თავდასხმაა, რომელიც წითელი ზღვისგან მოშორებით მოხდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა უარყო ინციდენტში მონაწილეობა და განაცხადა, რომ ირანს არანაირი კავშირი არ აქვს იემენის ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში ხომალდებზე თავდასხმასთან. მან ასევე დასძინა, რომ მათ რეგიონში არ ჰყავთ შესაბამისი დაჯგუფება.
წითელ ზღვაში იემენის ჰუსიტების მიერ კომერციულ ხომალდებზე თავდასხმების შედეგად რეგიონიდან გლობალური ვაჭრობის უზარმაზარი წილი გავიდა, რამაც გარკვეული შეფერხება და ფასების ზრდა გამოიწვია.