მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაჩეხეთის მთავრობამ შაბათი დაღუპულთა პატივსაცემად გლოვის დღედ გამოაცხადა

ჩეხეთის მთავრობამ შაბათი დაღუპულთა პატივსაცემად გლოვის დღედ გამოაცხადა

პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტის შენობაში, შეიარაღებულ თავდასხმას 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30-ამდე კი დაშავდა, 9 მათგანი უმძიმეს მდგომარეობაშია.

პრაღის მერის განცხადებით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. მისი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ის 24 წლის სტუდენტი იყო, რომელიც პრაღის მახლობლად ცხოვრობდა.

ჩეხეთის მთავრობამ შაბათი დაღუპულთა პატივსაცემად გლოვის დღედ გამოაცხადა.

,,პირველ ყოვლისა, მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ეს ინციდენტი ჩეხეთის ისტორიაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა. იმედი მაქვს, დაშავებულები მალე გამოჯანმრთელდებიან, ხოლო ვინც არ დაშავებულა, მაგრამ იქ იმყოფებოდა და ამ შემზარავი სცენის თვითმხილველი გახდა, ვიმედოვნებ, ამ ფსიქოლოგიურ ტრავმას მალე მოიშუშებს”, -ამბობს პეტრ პაველი, ჩეხეთის პრეზიდენტი.

პოლიციისთვის ჯერჯერობით უცნობია მასობრივი მკვლელობის მოტივი. ისინი ინციდენტს არც ტერორიზმსა და არც  ისლამურ სახელმწიფოებს არ უკავშირებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის დროს შეშინებული სტუდენტები აუდიტორიებში ჩაიკეტნენ და ასე სცადეს თავდამსხმელისგან თავის დაცვა.

,,პოლიციაში 12:20-ზე შემოვიდა ინფორმაცია, რომ 24 წლის მამაკაცს სოფელ ჰოსტუნიდან თავის მოკვლა სურდა. 30 წუთში მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომ ამავე სოფელში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. მალევე გავარკვიეთ, რომ ის დამნაშავის მამა იყო. როგორც იცით, ამ წუთისთვის თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, მაგრამ გულდასმით ვამოწმებთ თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიას, რომ სადმე კიდევ არ იყოს საშიშროება”, -ამბობს მარტინ ვონდრასეკი, პრაღის პოლიციის უფროსი.

იან პალახის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა მალევე მოახდინეს ევაკუაცია. დაჭრილები გადაიყვანეს საავადმყოფოებში და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend