„სხვა ლეველის ოდისეა“- პირველი ახალგაზრდული ქართული ორგანზომილებიანი ანიმაციური სერიალი ეკრანებზე მთელი სეზონით ბრუნდება.
ესაა ჩვეულებრივი ქართველი ბიჭის არაჩვეულებრივი თავგადასავალი ტყუილების მულტივერსში – როგორც მას შემქმნელები აღწერენ.
“სხვა ლეველის ოდისეა” 4 სეზონისა და 40 სერიისგან შედგება. სერიალის ნახვას მაყურებელი 27 დეკემბრიდან – ჯერ კინოთეატრებში, შემდეგ კი Cavea+-ის პლატფორმის უფასო სექციაში შეძლებს.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სერიალის შესახებ დემოკრატიის ლაბორატორიის- „დემლაბის“- თავმჯდომარემ ქეთი ბოჯგუამ და იდეის ავტორმა და რეჟისორმა ლაშა მილორავამ ისაუბრეს.