მთავარისაქართველო"პიროტექნიკის გამოყენება ცხოველებისთვის დიდი საფრთხის შემცველია" - ზოოპარკის დირექტორი

“პიროტექნიკის გამოყენება ცხოველებისთვის დიდი საფრთხის შემცველია” – ზოოპარკის დირექტორი

თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის, განცხადებით, ბოლო წლებში პიროტექნიკის გამოყენებას ანტილოპის სახეობის ორი გნუს სიცოცხლე შეეწირა. პირველი გნუ ინფარქტმა, ხოლო მეორე სხვა დაპანიკებული ცხოველების გადათელვამ იმსხვერპლა.

„ასეთი მოულოდნელი, უცაბედი ხმაური, რომელსაც თან მოჰყვება განათება, ცხოველებისთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი და, შესაბამისად, დიდი საფრთხის შემცველია მათთვის. ზოგი ცხოველი იწყებს ხოლმე სირბილს ვოლიერში ყოველგვარი მიმართულების გარეშე, რაც საკმაოდ სახიფათოა, განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი ცხოველები, როგორებიც არიან ჩლიქოსნები, რომლებიც საკმაოდ დიდი ზომის ცხოველები არიან, წონაც საკმაოდ დიდია და ამიტომ მათ ასეთ შემთხვევაში გზაში რაც კი დახვდებათ, შეიძლება ეს ყველაფერი გადაჯეგონ. ძალიან ხშირ შემთხვევაში, სწორედ აი, ასე ხდება ხოლმე ზოგიერთი ცხოველის დაზიანება და შეიძლება დაღუპვაც მოხდეს“.

როგორც ზოოპარკის დირექტორის განცხადებიდან ირკვევა, ცხოველები იღებენ ანტისტრესულ მედიკამენტებს, რაც ოდნავ ამსუბუქებს მათ შიშს. ზურაბ გურიელიძე თავს იკავებს პიროტექნიკის სრულად აკრძალვის მოთხოვნისგან, მაგრამ ამბობს, რომ ამ ეტაპზე საჭიროა ზოოპარკთან ან მსგავსი დაწესებულების ტერიტორიებთან პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვა, ზოოპარკის მეზობლებს კი სთხოვს, რომ პიროტექნიკის გამოყენებას მოერიდონ და ცხოველთა სიცოცხლეს ამ გზით გაუფრთხილდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend