მთავარისპორტიმსოფლიო თასი ბაკურიანში

მსოფლიო თასი ბაკურიანში

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში გაიმართება. პრესტიჟულ შეჯიბრებაში მონაწილეობას 16 სხვადასხვა ქვეყნის 90-ამდე სპორტსმენი მიიღებს.

მოგულის მსოფლიო თასის ეტაპი პირველი საერთაშორისო შეჯიბრებაა, რომელსაც ბაკურიანი ფრისტაილის, ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მასპინძლობს.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორის თქმით, ზამთრის სპორტი ვითარდება და უმჯობესდება. ანდრეა რინალდი ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩადებული ინვესტიციები ძალიან მნიშვნელოვანია ზამთრის სპორტის პოპულარიზაციისთვის, მნიშვნელოვანია არამხოლოდ სპორტის მხრივ, არამედ ტურისტული კუთხითაც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend